კატეგორიები

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ფურცელაძე დანიშნა.

ჯანდაცვის უწყების თანახმად, სხვადასხვა წელს ირაკლი ფურცელაძე ფარმაცევტულ სფეროში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ცენტრის ახალი უფროსის გამოცდილება „ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამდებობა 2022 წლის 5 აგვისტოს დატოვა. ამ დროიდან მის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა, თუმცა მისი გადადგომის შემდეგ უფლებამოსილება ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ გადაიბარა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები