კატეგორიები

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ნატო-საქართველოს სწავლება 2025-ის“ ფარგლებში ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ნატოს სტანდარტებით აღჭურვილმა პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა.

საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რაც ტაქტიკურ პირობებში ქვედანაყოფებისთვის ეფექტიანი სამედიცინო მხარდაჭერის გაწევას უზრუნველყოფს.

პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულის მიერ გაშლილი საველე ჰოსპიტლის (ROLE2F) მუშაობას  ნატოს სამედიცინო ექსპერტები დააკვირდნენ.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე მეურნეობის ეკოლოგია
სხვა ამბები