კატეგორიები

ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართვა მედიის წარმომადგენლებსა და პრესის თავისუფლების დამცველებს

ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მიმართვა მედიის წარმომადგენლებსა და პრესის თავისუფლების დამცველებს

ჟურნალისტები და მედიასაშუალებები საერთაშორისო საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებსა და პრესის თავისუფლების დამცველებს განცხადებით მიმართავენ.

„ქვეყანაში განსაკუთრებული სისწრაფით უარესდება მედიაგარემო. რამდენიმე თვეში მმართველმა პარტიამ მიიღო ისეთი კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას”, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ასევე წერია, რომ ახალი კანონებით მედიის ნებისმიერ წარმომადგენელს შეიძლება დაემუქროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ორგანიზაციები ფინანსურ მხარდაჭერას პრესის თავისუფლების მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდებისგან იღებენ.

განცხადებაში ასევე საუბარია ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე, მათ დაჯარიმებაზე, ასევე იმაზე, რომ ჟურნალისტებს ყოველდღიურად ემუქრებიან, თავს ესხმიან, რაც მედიის თავისუფლად მუშაობას შეუძლებელს ხდის.

განცხადებაში წერია გავლენიანი გამოცემების „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის შესახებ. საუბარია „მთავარი არხისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, „რეალური სივრცის”, დახურვის შესახებ. „ჩვენ ვრჩებით ჩვენი საქმის ერთგულნი. მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე ქართველი ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიის პროფესიონალები ვაგრძელებთ საქმიანობას,  ვიბრძოლოთ, სანამ გვიან არ არის, როგორც ეს თავად მზია ამაღლობელმა მოგვიწოდა ციხიდან”, – წერია განცხადებაში.

დოკუმენტს ამ დროისთვის 30 მედიაორგანიზაცია და 100-ზე მეტი ჟურნალისტი აწერს ხელს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები