კვირას ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელელთა თავდასხმის შედეგად საავადმყოფოებში 40 ადამიანის ცხედარი მიასვენეს. ასევე დაჭრილია 125-ზე მეტი პირი.
ბოლო ინფორმაციით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დაწყებულ ომს 52 535 პალესტინელი ემსხვერპლა, 118 000-ზე მეტი კი დაიჭრა. სამინისტროში ამბობენ, რომ თითქმის ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტისა შემდეგ, როდესაც საბრძოლო მოქმედებები განახლდა, ღაზაში 2436 ადამიანი დაიღუპა, 6450 კი დაშავდა.
სამინისტრო არ განასხვავებს დაღუპულთა შორის რამდენია მშვიდობიანი მოქალაქე ან „ჰამასის“ მებრძოლი. თუმცა ცნობილია, რომ მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია.

18 მარტს ისრაელის მოულოდნელი დაბომბვის შედეგად ასობით პალესტინელი დაიღუპა. ამით დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის ისედაც მყიფე შეთანხმება, რომელიც შეერთებული შტატების, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით იყო შემუშავებული.
ისრაელმა პირობა დადო, რომ არ შეაჩერებს საბრძოლო მოქმედებებს, სანამ „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს ტყვეობაში დარჩენილ ყველა მძევალს.
