კატეგორიები

დონალდ ტრამპი ალკატრასის ციხის გახსნასა და მის გაფართოებას აპირებს

დონალდ ტრამპი ალკატრასის ციხის გახსნასა და მის გაფართოებას აპირებს

დონალდ ტრამპი ალკატრასის ციხის გახსნასა და მის გაფართოებას აპირებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანება უკვე გასცა. ახლა ციხეების ფედერალურმა ბიურომ სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ციხე უნდა აღადგინოს, რათა იქ, ტრამპის თქმით, ყველაზე დაუნდობელი დამნაშავეები გამოკეტონ.

„წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, უყოყმანოდ ვაპატიმრებდით ყველაზე საშიშ დამნაშავეებს. ისინი გვყავდა მათგან, ვისთვისაც ზიანის მიყენება შეეძლოთ… ციხეების ბიუროს ვაძლევ მითითებას – იუსტიციის დეპარტამენტთან, FBI-სა და უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად ხელახლა გახსნან მნიშვნელოვნად გაფართოებული და აღდგენილი ალკატრასი“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ალკატრასის ციხე სან-ფრანცისკოსთან ახლოს, კუნძულზე მდებარეობს და 60-წელზე მეტია დახურულია. იგი 1934 წელს გაიხსნა და შტატებში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სასჯელაღსრულების დაწესებულებად მიიჩნეოდა.

Related news
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანს, კრისტი ნოემს მარკვეინ მალინი ჩაანაცვლებს აშშ-ი ირანში სახმელეთო დანაყოფების განლაგებას ამ ეტაპზე არ გეგმავს
სხვა ამბები