კატეგორიები

AFD ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას სასამართლოში ასაჩივრებს

AFD ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას სასამართლოში ასაჩივრებს

ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისის მიერ პარტიის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას სასამართლოში ასაჩივრებს. როგორც პარტიის ლიდერის, ალის ვაიდელის, პრესსპიკერმა მედიასთან განაცხადა, საჩივარი სასამართლოში უკვე გაიგზავნა.

კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა ოფისმა პარტია ექსტრემისტულად სამწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოაცხადა. უწყების დასკვნით, პარტიის კონცეფცია თავისუფალ დემოკრატიულ წესრიგსა და გერმანიის კონსტიტუციას არ შეესაბამება –  პარტია საზოგადოების გარკვეული ჯგუფების დისკრიმინაციას ეწევა და მათ ისე ეპყრობა, „როგორც მეორეხარისხოვან გერმანელებს“.

გადაწყვეტილების შემდეგ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს გერმანული დემოკრატიისთვის სერიოზული დარტყმაა და გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური ოფისი თავადაა კონსტიტუციის დამრღვევი. როგორც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერები ამბობენ, პარტია ყველა სამართლებრივ საშუალებას ამოწურავს, რათა მათი თქმით, დემოკრატიული წესრიგი დაიცვან.

პარტიის ექსტრემისტულად გამოცხადება მის აკრძალვას არ ნიშნავს. როგორც გერმანული მედია განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას პარტიის საქმიანობაზე დაკვირვების გაძლიერების საშუალებას აძლევს.

დაკავშირებული ამბები
ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შეთავაზებით გამოდის გერმანია კიბერთავდაცვითი მექანიზმების შემუშავებას გეგმავს
სხვა ამბები