კატეგორიები

9 მაისს შესაძლოა მოსკოვში ინტერნეტთან წვდომა შეიზღუდოს

9 მაისს შესაძლოა მოსკოვში ინტერნეტთან წვდომა შეიზღუდოს

რუსეთის საგანგებო სიტუაციების შეტყობინებებისა და ლიკვიდაციის ერთიანი სახელმწიფო სისტემის მიერ მოსახლეობისთვის დაგზავნილი ცნობიდან ირკვევა, რომ „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი აღლუმისას მოსკოვში, შესაძლოა, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს.

ტექსტური შეტყობინებების გარდა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მობილური ინტერნეტი ხარვეზებით მუშაობს.

სატელეკომუნიკაციო ოპერატორების განცხადებით, პრობლემა მათგან დამოუკიდებელი მიზეზებითაა გამოწვეული, ხოლო აბონენტებს ინტერნეტზე წვდომისთვის Wi-Fi-ის გამოყენება ურჩიეს.

რუს ბლოგერებს მიაჩნიათ, რომ ხარვეზები ხელოვნურადაა გამოწვეული და დაკავშირებულია როგორც 9 მაისის ღონისძიებებთან, ისე სამხედრო აღლუმზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერის ჩამოსვლასთან.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ საბაბით მიმდინარე თვის დასაწყისში მოსკოვის რაიონულმა პოლიციამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დრონებისა და პიროტექნიკის გამოყენება სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

დაკავშირებული ამბები
რუსული მხარე ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიშების შესახებ იუწყება კრემლი მოქალაქეებს აპლიკაცია MAX-ის ჩამოტვირთვას აიძულებს
სხვა ამბები