კატეგორიები

სუსის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა

სუსის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა.

დღემდე ის იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი „ქართული ოცნების” 79-მა დეპუტატმა დაუჭირა და ის თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მისი საქმიანობის პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შემაფერხებელ პირთა გამოვლენა იქნება.

„საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი. აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის, აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროებს ავლებს. მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰიბრიდული საფრთხეებისა და საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მიმართულებაა კიბერდანაშაული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად გააგრძელებს ამ დანაშაულზე რეაგირებასა და სხვა სახის ჰიბრიდულ საფრთხეებზე საპასუხო ღონისძიებების გატარებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები