მთავარისაქართველოახალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საქართველოში

ახალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საქართველოში

თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „SITFY საქართველო” გაიმართება. ფესტივალი „აბრეშუმის გზა” 2 აპრილს გაიხსნება და 15 ქვეყნის თეატრს უმასპინძლებს.

საერთაშორისო ფესტივალი „აბრეშუმის გზა” საკონკურსო ხასიათისაა. პირობები ორკაციანი სპექტაკლების წარმოდგენას გულისხმობს და მათ სპეციალური საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები 6 აპრილს, სოხუმის თეატრში დაჯილდოვდებიან.

ფესტივალში მონაწილეობენ – საუდის არაბეთის, რუმინეთის, კატარის, ომანის, თურქეთის, იაპონიის, უნგრეთის, ტუნისის, ბაჰრეინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების თეატრების წარმომადგენლები. სპექტაკლები ერთსაათიანი იქნება და მხოლოდ ერთხელ შესრულდება.

ფესტივალი 2 აპრილს, 19 საათზე, გაიხსნება თუმანიშვილის თეატრში, ხოლო დახურვა 6 აპრილს, 18:00 საათზე, სოხუმის თეატრში შედგება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SIFTY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia).

ფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, SITFY საქართველო”, თბილისის მერიის, ეგვიპტის კულტურის მინისტრისა და სამხრეთ სინაის გუბერნატორის პატრონაჟითა და ეგვიპტის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend