რუსი ჯარისკაცების ქვრივებისა და დედებისადმი მიმართვისას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა იმაზე, თუ უკრაინაში მშვიდობის დამყარების რა ვარიანტია რუსეთისთვის ხელსაყრელი.
„ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობის ისეთი ვარიანტი, რომელიც მისაღები იქნება ჩვენთვის და რომელიც ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივ, ისტორიულ და მშვიდობიან პერსპექტივას უზრუნველყოფს. სხვისი არაფერი გვინდა, თუმცა არც საკუთარს დავთმობთ. ჩვენ გვინდა ისეთი ვარიანტი, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამ განცხადების გარდა, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი საფრანგეთის პრეზიდენტისა და სხვა ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ „რუსეთი არ აპირებს ე.წ. „შეიარაღების რბოლაში“ მონაწილეობის მიღებას“.