კატეგორიები

კრემლის საზღვაო მანევრები

კრემლის საზღვაო მანევრები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წყნარი ოკეანის ფლოტმა ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში საარტილერიო სწავლება ჩაატარა.

რუსულ საზღვაო მანევრებში რამდენიმე საზღვაო ხომალდი მონაწილეობდა. კრემლის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა ავიაციაც, რომელიც ხომალდიდან ცეცხლის კორექტირებას ახორციელებდა. უწყების ცნობით, რუსულმა სამხედრო ხომალდებმა ასევე გამოიყენეს პირობითი მოწინააღმდეგის საპასუხო სარაკეტო დარტყმის საწინააღმდეგო სისტემები.

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის ეს ხომალდები თებერვლის დასაწყისში გაემგზავრნენ ვლადივოსტოკიდან ინდონეზიაში, სადაც მრავალეროვნულ სწავლებაში „კომოდო 2025″ მიიღეს მონაწილეობა.

დაკავშირებული ამბები
რუსული მხარე ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიშების შესახებ იუწყება კრემლი მოქალაქეებს აპლიკაცია MAX-ის ჩამოტვირთვას აიძულებს
სხვა ამბები