კატეგორიები

ისრაელმა ღაზის სექტორში საკვებისა და სხვა პროდუქტების შეტანა აკრძალა

ისრაელმა ღაზის სექტორში საკვებისა და სხვა პროდუქტების შეტანა აკრძალა
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები უკან, ეგვიპტეში, გააბრუნეს, რადგან ისრაელმა ღაზის სექტორში საკვებისა და სხვა პროდუქტების შეტანა აკრძალა.

ისრაელი აფრთხილებს „ჰამასს“, რომ დამატებით ნაბიჯებსაც გადადგამს იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ  ახალ წინადადებას. ამავდროულად, მთავარი შუამავალი, ეგვიპტე  ისრაელს ბრალს სდებს, რომ ის შიმშილს იარაღად იყენებს.

ერთ-ერთი მძღოლის თქმით,  სატვირთო მანქანები არ იძვრიან, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ღაზაში არ აქვს საკვები და სასმელი. მისი აზრით, პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს სატვირთო მანქანების შესვლა. იგი საზღვარზე 17 თებერვლიდან დგას და ჯერ ერთი სატვირთო მანქანაც არ შესულა, ხოლო ვინც შედის, უკან აბრუნებენ.

პირველი ეტაპი რამდენიმეთვიანი შიმშილის შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა შაბათს უკვე ამოიწურა ვადა.  მეორე ეტაპის ფარგლებში „ჰამასმა“ისრაელის ღაზის სექტორიდან გასვლისა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ათეულობით მძევალი უნდა გაათავისუფლოს

„ჰამასი“  ისრაელს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. მეორე ეტაპთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არც დაწყებულა.

„ჰამასმა“ დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც იაფფასიანი გამოძალვა და  ომის დანაშაული. მისი თქმით, ისრაელი არღვევს იმ შეთანხმებას, რომელიც იანვარში  ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ დაიდო.

მძღოლების აზრით, მიღებული გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. ეს საკითხი რომ მოგვარებულიყო, თანამდებობის  ყველა პირის თანხმობა იყო საჭირო.  ხალხი რთულ  მდგომარეობაშია, ამიტომ ისინი მათ გვერდით უნდა დადგნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ შეთანხმების მიხედვით, ისრაელს შეუძლია განაახლოს საბრძოლო მოქმედებები, თუ  მოლაპარაკებები არ იქნება ეფექტური. მან დასძინა,  რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ „ჰამასი“ მძევლებს გაათავისუფლებს. ისრაელი გადაწყვეტილებებს ათანხმებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.

ომის გამო ღაზის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი  საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული. 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაწყების შემდეგ ყოველდღიურად ასობით სატვირთო მანქანა შედიოდა, რაც ვითარებას ცოტათი მაინც ამსუბუქებდა.

დაკავშირებული ამბები
ღაზაში ისრაელის იერიშს სამი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა ღაზის სექტორში თავშესაფარზე თავდასხმას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა ამბები