კატეგორიები

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ქართველი ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი 4 მარტს სასამართლოს წინაშე წარდგება. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პლატფორმა X-ზე.

გერმანიის დიპლომატიური უწყების განცხადებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ჟურნალისტების, პროტესტის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და აცხადებს, რომ „მხარს უჭერს თავისუფლების მცველებს“.

4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი უნდა გაიმართოს. ავტორიტეტიანი გამოცემების „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი 11 იანვარს დააკავეს. ბრალდების მხარე მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები