დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კომისია დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს დეტალურად შეისწავლის და შედეგად შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება, ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს. დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში განხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
