კატეგორიები

„თებერვლის გაკვეთილები 1921-2025″

„თებერვლის გაკვეთილები 1921-2025″

თბილისში დღეს, 28 თებერვალს, პროექტის „თებერვლის გაკვეთილები 1921-2025″ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლაში თემატური და გასვლითი გაკვეთილები, დისკუსიები, გამოფენები და კონფერენციები ჩატარდა. მასში 200-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შექმნეს პროექტის თემატური პოსტერები, რომლებიც უნივერსიტეტში გამოიფინა, ასევე დაწერეს ესეები და გადაიღეს ვიდეორგოლები.

ღონისძიებაზე საუკეთესო ნამუშევრების ავტორებიც გამოვლინდნენ და გაიმართა პანელური დისკუსიაც. მიწვეულმა ექსპერტებმა 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენები განიხილეს და მიმდინარე წლის მოვლენებთან პარალელები გაავლეს.

ღონისძიება „საქართველოს უნივერსიტეტის” მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი კი „სასკოლო კლუბების ასოციაცია” იყო.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები