მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა. დღეს, 17 თებერვალს, ოთხი მთავარი პარტიის ლიდერებს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა. დებატებში მონაწილეობა მიიღეს „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა ოლაფ შოლცმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელმა რობერტ ჰაბეკმა.

დებატების მთავარი თემები იყო ეკონომიკა, უკრაინა, მიგრაცია და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. უკრაინაში მიმდინარე ომზე ფრიდრიხ მერმცა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მხარესაა, ხოლო ალის ვაიდელმა აღნიშნა, რომ მერცის შეთავაზება უკრაინაში „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების გაგზავნასთან დაკავშირებით რუსეთის პროვოცირება იყო.

გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, კი უკრაინა დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფო უნდა იყოს.

„უკრაინის ნაცვლად არავინ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. როგორც ევროპელები, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სწორედ ამიტომ მივემგზავრები პარიზში, რომ ამ საკითხზე შევთანხმდეთ. უკრაინა დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფო უნდა იყოს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend