კატეგორიები

ერებრუში მოქალაქეებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

ერებრუში მოქალაქეებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას

მოქალაქეებმა პატივი მიაგეს შვედეთის ქალაქ ერებრუში სროლის შედეგად დაღუპული  11 ადამიანის ხსოვნას. გარდაცვლილთა შორისაა 28 წლის მამაკაცი, რომელიც სირიიდან ომს გამოექცა. დაჭრილმა მამაკაცმა  საცოლეს დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან უყვარდა.

დაღუპული სალიმ კარიმ ისკეფის ოჯახის წევრებს უჭირთ, დაიჯერონ, რომ ის  ცოცხალი აღარ არის. გამუდმებით ფანჯრიდან იყურებიან, თითქოს ელოდებიან, როდის დაბრუნდება. მისი ცხედარი ჯერჯერობით არ გადმოუსვენებიათ, თუმცა პანაშვიდი უკვე გადაუხადეს.

ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი, რომლის ზუსტი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია, ამავე ცენტრის მოსწავლე იყო.

 

დაკავშირებული ამბები
შვედეთი 14 წელს მიღწეულ პირებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს შვედეთი უკრაინას რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებულ გემს გადასცემს
სხვა ამბები