კატეგორიები

მცირე სხვაობის ფონზე, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტები ლიდერობენ

მცირე სხვაობის ფონზე, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტები ლიდერობენ
შვედეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით მემარცხენე-ცენტრისტები ლიდერობენ, ყოფილი პემიერის, მაგდალენა ანდერსონით სოციალ დემოკრტატიული პარტიის სათავეში. თუ ტენდენცია შენარჩუნდა,ქვეყანას ახალი ხელისუფლება ეყოლება.

მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, მოქმედი პრემიერით, ულფ კრისტერსონით სათავეში მათ მინიმალური სხვაობით ჩამორჩება, წინასწარი პროგნოზებით, მემარცხენე ცენტრისტები პარლამენტში 349-დან 176 ადგილს გაიმყარებენ,  რითიც ოპონენტებზე სამმანდატიან უპირატესობას მოიპოვებენ და უმრავლესობას გაინაღდებენ. საბოოო შედეგები ოთხშაბათს გასაჯაროვდება.

„ახლა არჩევნების საბოლოო შედეგებს უნდა დაველოდოთ. მიცემული თითოეული ხმა უნდა დაითვალოს. მაგრამ ჩემი გზავნილი მკაფიოა: ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, ყოველთვის მზად ვიქნებით, ავიღოთ პასუხისმგებლობა შედეგზე.როგორც ჩანს, ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება და საბოლოო შედეგი შესაძლოა ძალიან მცირე სხვაობით გადაწყდეს. საბოლოო შედეგის მიუხედავად, არსებობს საფუძველი, რომ შვედეთის პოლიტიკაში თანამშრომლობის ახალი სულისკვეთება დამკვიდრდეს და ყველამ, ვისაც შვედი ხალხის პარლამენტში წარმომადგენლობა გვანდეს, ეს პასუხისმგებლობა გონივრულად შევასრულოთ - ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენოთ შვედეთი და შვედი ხალხი.მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ წინ ვართ. და თუ ეს შედეგი საბოლოოდ შენარჩუნდება, შვედეთს ახალი მთავრობა ეყოლება“- აღნიშნა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ამომრჩევლებთან მაგდალენა ანდერსონმა.

„არჩევნების შედეგი ჯერ საბოლოო არ არის, მაგრამ ამომრჩევლებმა უკვე მკაფიო გზავნილი გაგზავნეს. მემარცხენე ფლანგის სამმა პარტიამ შვედეთის პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება კვლავ ვერ შეძლო.თუ ამჟამინდელი გაერთიანებული ოპოზიცია 175 მანდატს მოიპოვებს, ამას პატივს ვცემ იმ შემთხვევაში, თუ სოციალ-დემოკრატების ლიდერი, მაგდალენა ანდერსონი  „მწვანეთა პარტიის“, „მემარცხენე პარტიისა“ და „ცენტრისტული პარტიის“ გაერთიანების შესაძლებლობას განიხილავს - ერთიან სამთავრობო კოალიციითა და საერთო ბიუჯეტის თანხლებით”- თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა, რომელმაც ამ განცხადებით იმ განხეთქილებაზე მიუთითა, რომელიც მემარცხენე პარტიებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით გააჩნიათ.

ახლა ხმათა უმრავლესობა უკვე დათვლილია, თუმცა სხვაობა მემარჯვენე და მემარცხენე ბანაკებს შორის იმდენად მცირეა, რომ საბოლოო შედეგებზე მტკიცებით საუბარი ჯერ ჭირს. საგულისხმო იყო არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე პარტიის, „შვედი დემოკრატების“ შედეგი, რომელმაცც განსხვავებით წინა კენჭისყრისგან, მესმაე ადგილზე გადაინაცვლა. მიუხედავად ამისა პარტია თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.მათ ლიდერს, ჯიმი აკესონს ამის ამის მზიზი აქვს.საქმე ისაა, რომ  ეს პარტია 1980-იან წლებში ნეო-ნაცისტებმა დააარსეს, თუმცა საგულისხმოა, რომ მის მოქმედ წარმომადგენლებს წარსულის ექტრემისტული ხედვების გამო ბოდიში აქვთ მოხდილი. მათ მოქმედი ხელისუფლება სამტავრობო კაბინეთში მინისტრის პორტფელსაც კი ჰპირდება,თუ არჩევნების შედეგი მემარჯვენეების სასარგებლოდ შემოტრიალდა.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს არჩევნების საბოლოო შედეგები, მაგრამ აშკარაა, რომ ოთხი წლის წინანდელ შედეგთან შედარებით რამდენიმე პროცენტი დავკარგეთ. მიუხედავად ამისა, ვგრძნობ, რომ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში გამარჯვებულები გამოვედით, რადგან ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცილებით მეტი ადამიანია, ვისაც აღარ უქმნის დისკომფორტს იმის თქმა, რომ ისინი „შვედი დემოკრატები“ არიან. პირიქით, ისინი ამაყობენ იმით, რომ „შვედ დემოკრატებს“ წარმოადგენენ“- თქვა მხარდამჭერებთან პარტიის ლიდერმა.

შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში 8 მილიონზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, შვედი მოსახლეობის რეალური რიცხვი 10.6 მილიონს შეადგენს.

დაკავშირებული ამბები
მცირე სხვაობის ფონზე, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტები ლიდერობენ შვედეთი 14 წელს მიღწეულ პირებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს