შვედეთის პრემიერმა, ულფ კრისტერსონმა გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს მას შემდეგ,რაც საპარლამენტო არჩევნებზე მისმა მემარჯვენე ბლოკმა სასურველი შედეგების ჩვენება ვერ შეძლო და საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა დაკარგა. საკითხთან დაკავშირებით მან პარლამენტის სპიკერს წერილობით მიმართა და განცხადება სოციალურ ქსელ X-ზეც გამოაქვეყნა.
„ახლა ახალი მთავრობის ფორმირების პროცესსა და ამ გზაზე გადასადგმელ შემდეგ ნაბიჯებს სპიკერი უხელმძღვანელებს. შესაბამისად, გთხოვთ, გამათავისუფლოთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, რათა ეს პროცესი დაუყოვნებლივ დაიწყოს“-აღნიშნა X-ზე პრემიერმა.
შვედეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ხუთშაბათს ოფიციალურად გამოქვეყნდა და წინასწარი მონაცემებიც დაადასტურა. უპირატესობა კენჭისყრის შედგეად მემარცხენე-ცეტრისტული ბლოკის სასარგებლოდ ჩამოყალიბდა. ოთხი პარტიის ერთობამ ხმათა 49.6 % მიიღო, რაც 349 კაციან საკანონმდებლო ორგანოში მიღებულ 176 მანდატს გულისხმობს, ეს მაშინ,როდესაც პრემიერ-მინისტრი კრისტერსონის მემარჯვენე ფრთის ბლოკმა ამომრჩეველთა მხოლოდ 48.8 % მოიპოვა, ეს კი 173 პარლამენტარია ორგანოში. მინიმალურმა სხვაობამ უმრავლესობის ბედი გადაწყვიტა.
ახლა შვედი ხალხისა თუ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება იმაზეა გადატანილი,შეძლებს თუ არა გამარჯვებული ოთხი პარტია მთავრობის ფორმირებას, რადგან ცნობილია, რომ მათ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით განსხვავებული ხედვები აქვთ. ესეც რომ არა, სხვადასხვაგვარად უყურებენ პარტიებში საგადასახადო პოლიტიკას, სოციალური საკითხებსა თუ ენერგეტიკის მიმართულებას. კომპრომისის მოძებნის პროცესი უკვე დაწყებულია.
გამარჯვებულ ჯგუფში შედიიან შვედეთის სოციალ-დემოკრატები, მემარცხენე პოარტია, მწვანეთა პარტია და ცენტრისტული პარტია. მათგან სოციალ-დემოკრატიული პარტია ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, მას ყოფილი პრემიერი, მაგდალენა ანდერსონი ხელმძრვანელობს.პარტიის ანგარიშზეა მიღებული ხმების 28 %,რაც 99 მანდატია პარლამენტში.
