მთავარისაქართველოსასამართლო პროცესები

სასამართლო პროცესები

ე.წ. „გამჭვირვალობის” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად განიხილებოდა დავით კოლდარის საქმეც, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს და მას 2 წლითა და 3 თვით მიესაჯა პატიმრობა.

გიორგი კუჭუაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ის პოლიციელს თავს არ დასხმია.

კოლდარს კი ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, კერძოდ, საპატრულო ეკიპაჟის მანქანის დაზიანებას გულისხმობს. ის წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს.

ასევე ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი ცოლი მარიამ იაშვილი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დამნაშავეებად ცნო. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძე 5 წელს გაატარებს პატიმრობაში, მისი ცოლი კი – 4 წელს. საქმე პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა, ამიტომ ის დახურულ სხდომებზე განიხილებოდა.

უჩა აბაშიძესა და მარიამ იაშვილს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend