კატეგორიები

მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – საია

მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელზე განცხადებას ავრცელებს.

მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს. საია იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ მზია ამაღლობელმა საიას თავმჯდომარესთან, ნონა ქურდოვანიძესთან საუბრისას წინა კვირას აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას. თუმცა საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.

დაკავშირებული ამბები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები