კატეგორიები

„სამართლიანი არჩევნები” ცესკოდან გათავისუფლებული 6 პირის საქმეზე სასამართლოში სარჩელს შეიტანს

„სამართლიანი არჩევნები” ცესკოდან გათავისუფლებული 6 პირის საქმეზე სასამართლოში სარჩელს შეიტანს

„სამართლიანი არჩევნები” რეორგანიზაციის შედეგად ცესკოდან გათავისუფლებული 6 პირის საქმეზე სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ცესკოს ყოფილი თანამშრომლები საუბრობენ პოლიტიკურ მოტივებზე. მათ გათავისუფლების მიზეზად მოჰყავთ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოზიცია, რომელიც საჯარო მოხელეებმა ღიად გამოთქვეს „ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. გათავისუფლებულთა ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გაშვება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო ნაწილისთვის დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზი.

ცესკომ რეორგანიზაციის ოფიციალურ მიზეზად დაასახელა სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები