კატეგორიები

2025 წლის პირველი დღე რუსთაველზე

2025 წლის პირველი დღე რუსთაველზე
2025 წლის პირველ დღეს საქართველოს მოქალაქეები კვლავ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე – მრავალათასიანი აქციების, ერთობის ჯაჭვისა და „ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამის“ შემდეგ მოქალაქეები ამბობენ, რომ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

„ერთობას ვზეიმობთ, ამ ხალხს ვზეიმობთ, ეს არის ჩემი შენაძენი. ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ“ – ამბობს ევრონიუს ჯორჯიასთან ილიაუნის პროფესორი, საბა ჯაჯანიძე, რომელიც გასული დღეების მსგავსად, დღესაც საქართველოს პარლამენტთან არის, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად.

„მოქალაქეების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ხდება ქვეყნის ევროპული კურსის შეცვლა. მე სანამ ერთ რიგით მოქალაქეს შემეძლება, ამას ყოველთვის გავაპროტესტებ“ – უთხრა ევრონიუს ჯორჯიას იურისტმა და სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.

28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. დემონსტრანტები ამბობენ, რომ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები