„თალიბანის” ლიდერმა ჰაიბატულა ახუნძადიმ გამოსცა დირექტივა, რომლის თანახმად, სახლების მშენებლობა იკრძალება იმგვარად, რომ მისი ფანჯრებიდან მეზობელი სახლი ან ეზო ჩანდეს, განსაკუთრებით ისეთი სახლები, სადაც ქალები ცხოვრობენ.
ეს ბრძანება „თალიბანის” თქმით, მიზნად ისახავს „კონფიდენციალურობის შენარჩუნებასა და ქალთა პოტენციური ზიანისგან დაცვას“.
დადგენილების თანახმად, პირებს, ვინც სახლს აშენებს, ეკრძალებათ ფანჯრების შენობაში ისე ჩასმა, რომ ხედი გადიოდეს ეზოზე ან მეზობელ სახლებზე, სადაც ქალები იმყოფებიან.
განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ თუ უკვე არსებულ შენობას აქვს ფანჯრები, რომლებიც არღვევს ამ დირექტივას, მესაკუთრემ უნდა ამოავსოს ფანჯრები, ან ააგოს კედელი.
შესაბამის ორგანოებს დაევალათ მკაცრი ზედამხედველობა გაუწიონ ამ კანონს.