მთავარისაქართველოსენატორმა ჯინ შაჰინმა და მარკო რუბიომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

სენატორმა ჯინ შაჰინმა და მარკო რუბიომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატორმა ჯინ შაჰინმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაცია სენატორმა შაჰინმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, შეხვედრისას სენატორებმა შეერთებული შტატების წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს, მათ შორის ჩინეთის და რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შენარჩუნებისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხები.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს მიმართ, აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, აშშ-ის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე უცხოეთში. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატიური თანამდებობები რაც შეიძლება მალე შეივსოს კვალიფიციური კარიერული დიპლომატებით,” – წერს სენატორი შაჰინი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend