მთავარისაქართველობიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

„ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა” – ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და სურს, სრულად განმუხტვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. პარტიის ცნობით, ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ კიდევ ერთ სატელეფონო საუბარზე და მიღწეული პროგრესის შეფასებაზე.

სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისმაც. როგორც პრეზიდენტის ოფისი წერს, ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას ემანუელ მაკრონმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ მუქარა და ძალოვანი სტრუქტურების მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმო. ასევე ვკითხულობთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა თვითნებურად დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება მოითხოვა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი წუხს საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევის გამო და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, ინკლუზიური დიალოგი წარმართოს ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend