კატეგორიები

ესპანეთში წყალდიდობით გამოწვეული ანტისანიტარიას ებრძვიან

ესპანეთში წყალდიდობით გამოწვეული ანტისანიტარიას ებრძვიან
ესპანეთის იმ ნაწილებში, რომლებიც ახლახან დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა, ანტისანიტარიაა. ყველგან ნაგავი ყრია და ვირთხები დარბიან. ეს კი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტები არ არის შორს, გზები ისეა დაზიანებული,  რომ სატვირთოებს დიდი დრო სჭირდებათ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.

წყალდიდობიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ ვალენსიაში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ადგილსამყოფლის დასადგენად. ამასთან, ბოლო ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონის სანაპიროებზეც.

დაკავშირებული ამბები
ესპანურმა სასამართლომ ქვეყნის პრემიერის ძმა, დავით სანჩესი გაამტყუნა ძლიერ ხანძარს ესპანეთის სამხრეთ ნაწილში სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
სხვა ამბები