მთავარიაზიაავღანეთი„თალიბანის" ახალი განკარგულება - ქალებმა ერთმანეთის ხმა არ უნდა გაიგონ

„თალიბანის” ახალი განკარგულება – ქალებმა ერთმანეთის ხმა არ უნდა გაიგონ

„თალიბანმა” ავღანეთში ახალი განკარგულება გამოსცა. სათნოების გავრცელებისა და მანკიერების აღმოფხვრის მინისტრის, მოჰამად ხალიდ ჰანაფის, ბრძანებით, ქალებმა ერთმანეთის ხმას არ უნდა მოუსმინონ.

მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანის” გადაწყვეტილების ზუსტი დეტალები უცნობია, ავღანელი უფლებადამცველები შიშობენ, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს ქალების ერთმანეთთან საუბრის აკრძალვას.

აუდიოგზავნილში მინისტრმა თქვა: „მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და სხვა ქალი გვერდით ჩაუვლის, მისი ხმა ვერ უნდა გაიგოს”.

სულ რამდენიმე დღის წინ „თალიბანმა” აკრძალა ცოცხალი არსებების გამოჩენა ტელევიზიით, ამიტომ ეს ახალი განკარგულება აუდიოჩანაწერის სახით გავრცელდა.

მას შემდეგ, რაც „თალიბანმა” ავღანეთში მმართველობა დაიბრუნა, დაწესდა მთელი რიგი სასტიკი კანონები და რეგულაციები ქალებისთვის: მათ ეკრძალებათ სახის გამოჩენა, სწავლა, სეირნობა, სახლში ხმამაღალი საუბარი და უკვე ერთმანეთთან საუბარიც.

„თალიბანის” ცნობით, ქალებს, რომლებიც ამ კანონებს არ დაემორჩილებიან, ციხეში ჩასვამენ. „თალიბანის” უმაღლესმა ლიდერმა კი თქვა, რომ დაუმორჩილებელ ქალებს ქუჩაში ჩაქოლავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend