კატეგორიები

30 ოქტომბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს

30 ოქტომბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს

30 ოქტომბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

დოკუმენტი შეაფასებს საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, კერძოდ, თუ რამდენად ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის მიერ დათქმულ 9 პირობას.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები სწორედ გაფართოების ანგარიშის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ სამომავლოდ როგორ უნდა გაგრძელდეს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბლოკში ინტეგრაციის პროცესი.

გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ პირველად 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას ოფიციალურად მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.

წინა ანგარიშის მიხედვით, წარდგენილი 12 წინაპირობიდან იმ დროისთვის მხოლოდ სამი პრიორიტეტული დათქმა ჩაითვალა სრულად შესრულებულად – რეკომენდაციები გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინებისა და სახალხო დამცველის არჩევის შესახებ.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები