კატეგორიები

ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა

ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი დაასრულა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:

“ქართული ოცნება” – 53.93%;

„კოალიცია ცვლილებისთვის” – 11.03%;

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10.161%;

„ძლიერი საქართველო” – 8.824%;

„გახარია საქართველოსთვის“ – 7.771%;

ამ მონაცემებში არ შედის ორი უბანი. მარნეულის 59-ე, რომელიც გაუქმებულია და ასევე დუშეთის ერთი უბანი, საიდანაც ადმინისტრაციას ოქმი ჯერჯერობით არ მიუღია.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღებას განიხილავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე
სხვა ამბები