კატეგორიები

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. საქმე ე.წ. თაღლითურ ქოლცენტრებს ეხება.

ამის შესახებ პროკურორმა ბექა კვიციანმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ამ საქმეზე დაკავებულია 4 პირი და ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა თბილისის ერთ-ერთ უბანში მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი, სადაც დაასაქმეს უცხო ენების მცოდნე ოპერატორები და შესაბამისი მიმართულებების კურატორი მენეჯერები.

ოპერატორები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები