მთავარიაზიაირანიირანის სულიერმა ლიდერმა „ჰეზბოლა'' და „ჰამასი” შეაქო

ირანის სულიერმა ლიდერმა „ჰეზბოლა” და „ჰამასი” შეაქო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ „ჰეზბოლა“ და „ჰამასი“ შეაქო და თქვა, რომ ყოველი დარტყმა ისრაელის წინააღმდეგ „მთელი რეგიონისა და კაცობრიობისთვის მსახურებაა“.

ამის შესახებ მან იმამ ხომეინის მოსალას მეჩეთში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

სამშაბათს ირანმა ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 180 რაკეტა გაუშვა. მისი განცხადებით, ირანი მზად იყო, რომ უფრო მეტი რაოდენობის რაკეტა გაეშვა ისრაელისკენ.

მან მოუწოდა ერებს „ავღანეთიდან იემენამდე და ირანიდან ღაზამდე და იემენამდე“, რომ მზად იყვნენ მტრის წინააღმდეგ მოქმედებისთვის.

ირანის სულიერმა ლიდერმა თავისი გამოსვლის ნახევარი არაბულ ენაზე წარმოთქვა.

„„ჰეზბოლაზე” დარტყმითა და ჰასან ნასრალას მკვლელობით მათ საბედისწერო ნაბიჯი გადადგეს და ჩვენ წინააღმდეგ უპატიებელი შეცდომა დაუშვეს. თუმცა ყოველი დარტყმა ისრაელზე მთელი რეგიონისა და კაცობრიობისთვის მსახურებაა. ჩემო ხალხო, ჩვენი მოწამეების დაღვრილმა სისხლმა თქვენი რწმენა არ უნდა შეარყიოს. ისრაელს, ამ მავნე სახელმწიფოს, არ აქვს მყარი ფესვები, ის ყველანაირად ყალბია და ამდენი ხნის განმავლობაში რაც შეინარჩუნა, ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. ღვთის ნებით ისრაელი დამარცხდება“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ, ირანის სულიერმა ლიდერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend