რუსეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მამაკაცს, რომელიც მანქანის აფეთქებაშია ბრალდებული. აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა რუსი ნაციონალისტი მწერალი, ზახარ პრილეპინი.
ზახარ პრილეპინი რუსი პროპაგანდისტი მწერალია, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინაში რუსეთის დაწყებულ სრულმასშტაბიან ომს მხარს უჭერს.
მსჯავრდადებული ალექსანდრე პერმიაკოვი კი უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონიდანაა და წარსულში სეპარატისტების რიგებში იბრძოდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთში ცნობილი ნაციონალისტი მოკლეს. იქამდე, 2022 წლის აგვისტოში მანქანის აფეთქებას კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა ემსხვერპლა.
მოგვიანებით, 2023 წლის აპრილში კი – ვლადლენ თათარსკი, ცნობილი სამხედრო ბლოგერი.