კატეგორიები

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გავლენა ოკუპირებულ რეგიონებზე – ამ საკითხზე თბილისში იმსჯელეს

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გავლენა ოკუპირებულ რეგიონებზე – ამ საკითხზე თბილისში იმსჯელეს

„საქართველოს ევროინტეგრაცია და მისი შესაძლო შედეგები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით” – ამ თემაზე დღეს თბილისში დისკუსია გაიმართა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დისკუსიის მიმდინარეობისას განაცხადეს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი თუ ევროკავშირისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი, ქვეყანას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებთან აახლოებს. მათივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია უსაფრთხოების განცდას უჩენს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის გარანტი და ეს როგორც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებმა იციან.

ევროკავშირს, როგორც საერთაშორისო პარტნიორსა და დონორს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებისთვის მილიონობით ევრო აქვს დახარჯული.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები