კატეგორიები

რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით კაშხლის რღვევას წყალდიდობა მოჰყვა

რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით კაშხლის რღვევას წყალდიდობა მოჰყვა
რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, კარელიის რესპუბლიკაში ძლიერი წვიმების გამო წყალსაცავში წყლის დონემ მკვეთრად აიწია, რის შედეგადაც წყალსაცავის კაშხალი გაირღვა.  

ამის შესახებ რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, არტურ პარფენჩიკოვმა, ვებსაიტზე VKontakte-ზე დაწერა.

წყალსაცავის დაზიანების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

პარფენჩიკოვის თქმით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონში 100-ზე მეტი მეხანძრე და სასწრაფო დახმარების ექიმები გაგზავნეს.

მომხდარის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS იტყობინება, რომ 13 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, თავდაპირველად 6 მოქალაქე დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით მაშველებმა ორი მათგანი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვია.

დაკავშირებული ამბები
კიევის იერიშებზე პასუხად, უკრაინამ რიაზანის ნავთობქარხანას დაარტყა რეალური ოპოზიციის ჩამნაცვლებელი რუსეთის „ახალი ადამიანების“ პარტია
სხვა ამბები