მთავარისაქართველოაშშ მეგობარია, მთავარი მტერი კი რუსეთი – „კავკასიის ბარომეტრის” შედეგები

აშშ მეგობარია, მთავარი მტერი კი რუსეთი – „კავკასიის ბარომეტრის” შედეგები

საქართველოს მოქალაქეების 69% რუსეთს ქვეყნის მთავარ მტრად მიიჩნევს. ამის შესახებ „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევაშია ნათქვამი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, ორგანიზაციის 2021 წლის კვლევაში საქართველოს მთავარ მტრად რუსეთს გამოკითხულთა 66% მიიჩნევდა.

ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 24%. ხოლო გამოკითხულთა მეოთხედზე მეტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მეგობრები საერთოდ არ ჰყავს. რაც შეეხება მოქალაქეების აზრს პოლიტიკური პარტიების შესახებ. კითხვაზე, რომელი პარტია დგას მოქალაქეების შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% პასუხობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 21% ამბობს, რომ ეს პარტია „ქართული ოცნებაა“, 21% პასუხზე უარს ამბობს, 8 %-მა კი არ იცის. კითხვაზე, ენდობიან თუ არა პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა 22% პასუხობს, რომ საერთოდ არ ენდობა მათ.

საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მთავარ მეგობრად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევენ. რაც შეეხება ნატოში შესვლას, მთლიანობაში საქართველოს ნატოში გაწევრებას მხარს ჯამში მოქალაქეთა 57% უჭერს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მთავარ პრობლემად უმუშევრობას, სიღარიბეს, პოლიტიკურ არასტაბილურობას, ინფლაციასა და კორუფციას მიიჩნევს. გამოკითხულთა 26%-ისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 13%-ისთვის სიღარიბე, 10%-ისთვის კი ეს პოლიტიკური არასტაბილურობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend