მთავარიაზიაღაზაღაზაში ათიათასობით პალესტინელი კვლავ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

ღაზაში ათიათასობით პალესტინელი კვლავ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს

ჯაბალიას ბანაკში მცხოვრები პალესტინელები უკვე თვეებია საათობით დგანან სასმელი წყლის რიგებში… ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელ წყალს კონტეინერებით იღებენ. ზაფხულის ცხელმა ამინდებმა პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა. წყლის დეფიციტის გამო მოქალაქეების სიცოცხლეს სულ უფრო მეტად ემუქრება საფრთხე.

ცხრათვიანმა უწყვეტმა ომმა ღაზის სექტორში წყლის მიწოდების სისტემა სრულად გაანადგურა. საჰაერო, სარაკეტო თუ სახმელეთო შეტევებმა ისედაც რთული საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისი გახადა.

ბავშვები წყლით ავსებენ პლასტმასის ჭურჭელს, სხვები კი თავის რიგს ელოდებიან, ხან-იუნისი, 1-ელი ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Jehad Alshrafi

„ყველა ჭა დაინგრა, ყველაფერი დაბომბეს. წყლის კრიზისის გამო კი, ჩვენი შვილები იხოცებიან. სასმელი წყალი აღარ გვაქვს. არც წყალია, არც დენი და არც საწვავი. ჩვენი უდანაშაულო შვილები სასმელი წლის ნაკლებობის გამო იტანჯებიან“, – ამბობს ბასამ ალ-ჰაუ, ის ჯაბალიაში ცხოვრობს.

ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები ამბობენ, რომ სათანადო თავშესაფრის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩენილი ათიათასობით ადამიანის ყოველდღიურობა სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება.

ისრაელ-„ჰამასის” ომს ღაზის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, 38 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათი უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

ომმა სრული ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. წყლის კრიზისთან ერთად პალესტინელი მოსახლეობა შიმშილობს, 2.3 მილიონი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

ჯაბალიას ბანაკი 1.4 კვადრატული კილომეტრია და იქ 116 ათასზე მეტი დევნილი ცხოვრობს. ახლა ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend