კატეგორიები

გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება საქართველოში

გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება საქართველოში

საქართველოში გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივითა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით თბილისში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერებაზე გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ და მოქალაქეთა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე.

კონფერენციაზე განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ასევე საქართველოში არსებული გამოწვევები. რამდენიმე თვის განმავლობაში გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ამ თემაზე საინფორმაციო კამპანიაც მიმდინარეობდა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები