კატეგორიები

სექსინდუსტრია ევრო 2024-ზე

სექსინდუსტრია ევრო 2024-ზე

ევროპის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გერმანიაში ათასობით სექსმუშაკი ჩავიდა. 14 ივლისს დასრულდება ევრო 2024 და ფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები შეხვდებიან. ტურნირმა ხელი შეუწყო როგორც სასტუმროებისა და სარესტორნო ბიზნესს, ასევე სექსინდუსტრიას.

ბოლო ერთი თვეა გერმანიაში 100 000-ზე მეტი სექსმუშაკი მუშაობს და მათი უმეტესობა იქ სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის ჩავიდა.

გერმანიაში პროსტიტუცია ლეგალური 2022 წლიდან გახდა. ახალი კანონის მიხედვით კი, ყველა საროსკიპო დარეგისტრირებული და ლიცენზირებული უნდა იყოს. ამის მიუხედავად სექსმუშაკებისთვის სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე ტესტირება სავალდებულო არ არის.

დაკავშირებული ამბები
მსოფლიო მასშტაბით Audi-სა და Volkswagen-ის 2,8 მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გაწვევა იგეგმება ულტრამემარჯვენე AfD დარწმუნებულია, რომ გერმანიის კანცლერი წლის ბოლომდე გადადგება
სხვა ამბები