მთავარიევროპასაფრანგეთიძლიერი სიცხე საფრანგეთში

ძლიერი სიცხე საფრანგეთში

ძლიერი სიცხის გამო საფრანგეთში გადაწყვიტეს, მშენებლობებზე დასაქმებულებს სამუშაო დრო შეუმცირონ, თუმცა ეს მაინც დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ტულუზაში ჩრდილში დაახლოებით 30 გრადუსი იყო, მზეზე კი უფრო მეტი, მუშებს მაინც ამუშავებდნენ. სამშენებლო კომპანიები სიცხეს ეჩვევიან, რადგან მაღალი ტემპერატურა ამ რეგიონში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

„ეს რეალური პრობლემაა, რადგან უბედური შემთხვევები უკვე მოხდა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი წინასწარ განვსაზღვროთ და მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. ჩვენ მივდივართ ობიექტზე დღისით და როცა ვხედავთ, რომ საკმაოდ ცხელა, ვგზავნით მუშებს სახლში. ხელფასს კი ჩვეულებრივად ვუხდით”, – ამბობს სამშენებლო კომპანიის Thomas et Danizan-ის წარმომადგენელი ჰუგო პასტორელო.

მაშინ, როცა ტემპერატურა 32 გრადუსს აღწევს, სამსახურში პროდუქტიულობა 40 %-ით ეცემა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ძლიერი სიცხე გლობალური დათბობითაა გამოწვეული.

„მნიშვნელოვანია თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. შეიძლება მე ახალგაზრდა ვარ და ამ ყველაფერს ვუძლებ, თუმცა არიან ჩემზე უფროსებიც. რომელთათვისაც ამ ძლიერ სიცხეში მუშაობა უფრო რთულია“, – ამბობს სამშენებლო კომპანიის Thomas et Danizan-ის თანამშრომელი დიოგო ბერნარდო.

საფრანგეთის „შრომის კოდექსში“ არ არის განსაზღვრული ის მაქსიმალური ტემპერატურა, რომლის დროსაც არ შეიძლება მუშაობა, თუმცა კოდექსი ავალდებულებს დამსაქმებლებს, თავად შეაფასონ მდგომარეობა და შეუქმნან თანამშრომლებს უსაფრთხო გარემო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend