მთავარისაქართველოგლობალური არჩევნების წელი - გამოცდა მსოფლიო დემოკრატიებისა და საქართველოსთვის

გლობალური არჩევნების წელი – გამოცდა მსოფლიო დემოკრატიებისა და საქართველოსთვის

2024 წელი გლობალური არჩევნების წელია. მსოფლიოს გარშემო 78 ქვეყანაში 83 სხვადასხვა დონის არჩევნებია დაგეგმილი.

„საქართველოს უნივერსიტეტისა” და „უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის ცენტრის” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „შეტევა დემოკრატიებზე“ ორი დღის განმავლობაში ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები საქართველოსა და მსოფლიოში მოახლოებულ არჩევნებს განიხილავდნენ.

ექსპერტების თანახმად, დიდი არჩევნების წელი მსოფლიო დემოკრატიებისთვის ერთგვარ გამოცდას წარმოადგენს, განსაკუთრებით ნაციონალისტური და ავტორიტარული ძალების აღზევების ფონზე, მათ შორის, საქართველოსთვისაც, რომელიც მათი შეფასებით, გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე დგას.

ექსპერტების შეფასებით, საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე.

შეტევა დემოკრატიებზე, რადიკალიზაციის საფრთხე და ახალი მსოფლიო წესრიგი – ეს ის გამოწვევებია, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო, მათ შორის, საქართველო 2024 წელს.

პოლიტიკის მკვლევრების თანახმად, 2024 წლის უპრეცედენტო რაოდენობის არჩევნებს შორის ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომლის შედეგებიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ აშშ-ის საშინაო პოლიტიკაზე, არამედ ევროპის კონტინენტისა და სამხრეთ-კავკასიის რეგიონზეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend