კატეგორიები

ევროკავშირის 12 სახელმწიფოს სურს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები ივნისის ბოლომდე დაიწყოს

ევროკავშირის 12 სახელმწიფოს სურს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები ივნისის ბოლომდე დაიწყოს

მანამ, სანამ უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ადგილს 6 თვით დაიკავებს, ევროკავშირის 12 სახელმწიფო ამბობს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები ივნისის ბოლომდე უნდა დაიწყოს. მათ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰადჯა ლაჰბიბს წერილობით მიმართეს, სწორედ ბელგია იკავებს ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარის პოზიციას. წერილში საუბარია, რომ გაწევრებასთან დაკავშირებით სწრაფი პროგრესი როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში გააძლიერებს რეფორმებზე მუშაობას.

წერილის ინიციატორი ჩეხეთი იყო. მას ხელს აწერენ შვედეთის, ესტონეთის, ფინეთის, პორტუგალიის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, გერმანიის, სლოვენიის, რუმინეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა და ევროპის მინისტრები.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს ევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის
სხვა ამბები