კატეგორიები

“2029 წელს ომისთვის მზად უნდა ვიყოთ” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

“2029 წელს ომისთვის მზად უნდა ვიყოთ” – გერმანიის თავდაცვის მინისტრი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამბობს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე გერმანია ომისთვის უნდა მოემზადოს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის 2029 წლისთვის”, – ციტირებს გერმანიის პარლამენტში ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებას.

პიტორიუსის განცხადებები მომდინარეობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოთქმული შიშის ფონზე, რომ რუსული აგრესია უკრაინის ფარგლებს გარეთაც გავრცელდება.

„არ უნდა დავიჯეროთ, რომ პუტინი უკრაინის საზღვრებთან შეჩერდება”, – განაცხადა პისტორიუსმა ოთხშაბათს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის არმიის მთავარმა ინსპექტორმა, გენერალმა კარსტენ ბრეიერმა განაცხადა, რომ რუსეთს 5-8 წელი დასჭირდება ძალების აღსადგენად.

მისი აზრით, სწორედ ეს არის ის ვადა, როდესაც ნატო მზად უნდა იყოს შესაძლო ბრძოლისთვის.

დაკავშირებული ამბები
გერმანული ბიზნესის ნაწილი და ულტრამემარჯვენე AFD სანქტ-პეტერბურგის ფორუმს დაესწრებიან ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შეთავაზებით გამოდის
სხვა ამბები