პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოლსავ სიკორსკი რუსეთს ევროკავშირში დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
პოლონელი დიპლომატის განცხადებით, რუსეთს სურს, ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიოს. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა რუსეთის გავლენის შემსწავლელი კომისიის აღდგენის შესახებ განაცხადა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთს სურს, ბლოკში დესტაბილიზაცია შეიტანოს. მისი თქმით, რუსეთი მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის პოლონეთში, დივერსიულ ქმედებებს სჩადის. მათ აქვთ მტკიცებულებები, ვის რამდენს უხდიან და ა.შ. როგორც იგი აღნიშნავს, საუბარია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მუშაობის მხოლოდ ერთ მიმართულებაზე.
9 czerwca, w niedzielę, wybory do Parlamentu Europejskiego.
To bardzo ważne wybory dla Polski i całej wspólnoty. 🇵🇱🇪🇺
👉 Dlaczego?
👉 Czym dokładnie zajmuje się Parlament?
👉 I dlaczego tak ważne jest, abyśmy mądrze wybrali reprezentujących nas polityków?— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) May 27, 2024
სიკორსკი პოლონეთის საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს. მათ არ უნდა მისცენ რუსებს იმის საშუალება, რომ ამ არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიონ.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა პოლონეთში რუსი ჯაშუშების დაკავების შემდეგ რუსეთის გავლენის შემსწავლელი კომისიის აღდგენის შესახებ განაცხადა.
პოლონეთში ამბობენ, რომ უკრაინისთვის მარაგების მიწოდებასა და განაწილებასთან დაკავშირებული პოზიციის გამო ისინი მოსკოვის ჯაშუშების სამიზნეები არიან.