გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ღაზის 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 12 ფუნქციონირებს. ისინი აღნიშნავენ, რომ დამატებითი საველე ჰოსპიტლების მოწყობის მიუხედავად, მაინც არ არის საკმარისი რესურსი ათიათასობით დაჭრილის სამკურნალოდ.
გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის საკითხების სამსახურის ოფიცერი იასმინა გურედა ამბობს, რომ ბევრმა კიდურები დაკარგა, ზოგს თავის ტვინის მძიმე დაზიანება აქვს, ათასობით ადამიანს მუდმივი აფეთქებების გამო სმენასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
🚨PRCS ambulance crews transported more than seven injured individuals from the Bureij refugee camp in central #Gaza after an Israeli warplane targeted a citizen’s home.
📷Filmed by PRCS volunteer: Mousa Al-Qattawi pic.twitter.com/ePPDHeYSBY— PRCS (@PalestineRCS) May 22, 2024
ამავდროულად, ღაზაში ათასობით ადამიანი ევაკუაციის მოლოდინშია, რადგან მათ სერიოზული მკურნალობა ესაჭიროებათ, რომლის საშუალებაც ღაზაში არ არის. ჯანდაცვის სისტემა, ფაქტობრივად, ჩამოშლილია.
ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პალესტინელი ჩრდილოეთით, მუვასის ბანაკს აფარებს თავს. თუმცა გარემო აქ ძალიან დაბინძურებულია, რადგან დიზენტერია, სხვადასხვა დაავადება და ინფექციაა გავრცელებული.
ეს არეალი, რომელიც ისრაელმა უსაფრთხო ზონად გამოაცხადა, რაფაჰში მოსალოდნელი შეტევების გამო ხალხითაა გადავსებული.
“I hope the world can support us, so that we can bring Gaza's environment back to life again.”@UNRWA is working tirelessly to support families & create a livable environment amidst the hardship of war, but people's safety is constantly at risk. We need a #CeasefireNow pic.twitter.com/YtxMBSB2X6
— UNRWA (@UNRWA) May 21, 2024
მნიშვნელოვნადაა ასევე შემცირებული ღაზაში მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ამჟამად მუვასის ლტოლვილთა ბანაკს დაახლოებით 450 000 პალესტინელი აფარებს თავს.