მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

რუმინეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან

რუმინეთში ტყის ხანძრის გამო მცენარეები იწვის. მშრალი ამინდი და ქარი  ხელს უწყობს ხანძრის კერების გავრცელებას.   

რუმინეთის რამდენიმე რეგიონში მეხანძრეები დაუღალავად მუშაობენ, რომ ცეცხლმა  საცხოვრებელ სახლებამდე არ მიაღწიოს  და არ გაანადგუროს ტყე. ხანძრები ნეამსის რამდენიმე ოლქში გაჩნდა, ზოგიერთ რაიონში პრობლემას წყლის ნაკლებობაც ართულებს.

საბერძნეთის ხელისუფლება ხანძრის სეზონისთვის ემზადება.   მეხანძრეებმა და სასწრაფო დახმარების სამსახურების თანამშრომლებმა  მონაწილეობა მიიღეს ფართომასშტაბიან წვრთნებში, რომელიც ათენის მახლობლად ტყეში, მე-12 საუკუნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

მარტის ბოლოს საბერძნეთში ტემპერატურამ უკვე 30 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, ტყის ხანძრები კი მოსალოდნელზე უფრო ადრე გაჩნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend