კატეგორიები

გერმანია შეიარაღებული ძალების მასშტაბურ რეფორმას იწყებს

გერმანია შეიარაღებული ძალების მასშტაბურ რეფორმას იწყებს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ მისი სახელმწიფო სამხედრო მეთაურობის მასშტაბურ რეფორმას აპირებს. გერმანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს რეფორმა ნატოს ევროპული წევრებიდან ყველაზე მრავალრიცხოვან ერს შესაბამის სამხედრო შესაძლებლობებს მიანიჭებს.

”დღეს ახალი დასაწყისის მოწმენი ვართ, მიზანი უზენაესია და ეს ბუნდესვერის სამხედრო შესაძლებლობების მასშტაბური ზრდაა. ბუნდესვერი მზად იქნება თავისი ოთხივე შტოთი, ახალი ოპერატიული მეთაურობა მართვის სისტემებს გაუმჯობესებს. ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ თავდაცვითი მოტივაცია გვამოძრავებს და არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს ტერიტორია დაცული იქნება”, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა. 

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარებას სწორედ ბერლინი უწევს.

დაკავშირებული ამბები
ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შეთავაზებით გამოდის გერმანია კიბერთავდაცვითი მექანიზმების შემუშავებას გეგმავს
სხვა ამბები