კატეგორიები

”არა რუსულ კანონს” – საორგანიზაციო შეხვედრა პარლამენტთან

”არა რუსულ კანონს” – საორგანიზაციო შეხვედრა პარლამენტთან

”არა რუსულ კანონს – საორგანიზაციო შეხვედრა” – ასეთი იყო დღევანდელი შეხვედრის სახელწოდება, რომლის დროსაც სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

სამოქალაქო ორგანიზაციების „ტალღა“ და „ჯიუტი“ წევრებმა საქართველოს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ მიერ დაინიციირებული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო გეგმების ერთად შემუშავება შესთავაზეს. მოქალაქეები საორგანიზაციო საკითხებში ჩაერთნენ.

მათ განაცხადეს, რომ როგორც 2023, ასევე 2024 წელს არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ე.წ. „რუსული კანონი“.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ მოქალაქეების ჩართულობა საპროტესტო ტალღაში უმნიშვნელოვანესია.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები