კატეგორიები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთის შესახებ პეკინმა და მოსკოვმა დაბლოკეს

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთის შესახებ პეკინმა და მოსკოვმა დაბლოკეს

რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენლებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია დაბლოკეს. ეს დოკუმენტი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას გულისხმობდა.

რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას, „კრემლი არ ეთანხმებოდა რეზოლუციის ტექსტს და ის ზედმეტად პოლიტიზებული აღმოჩნდა რუსული გადმოსახედიდან“.

ამ დიპლომატიური პროცესის პარალელურად კი ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობა უმძიმეს პირობებშია. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, პალესტინურ მხარეს დაღუპულთა რაოდენობამ 60 ათასს გადააჭარბა.

Related news
გაერო ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხზე მომუშავე სპეციალურ ორგანოს ქმნის „ადაპტაცია, შემცირება ან გაუქმება“ – აშშ გაეროს ჰუმანიტარული პროგრამების რეფორმებს ითხოვს
სხვა ამბები