კატეგორიები

ღაზის სექტორში საკვების მარაგი იწურება

ღაზის სექტორში საკვების მარაგი იწურება

ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლები აცხადებდნენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებული ვითარება სავალალოა. ღაზაში 2 200 000 ადამიანი საკვების გარეშეა. ამ მოსახლეობის მეოთხედი, 500 000 ადამიანი, კატასტროფის ზღვარზეა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 28 000 ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით კი დაშავდა.

„გაეროს ბავშვთა ორგანიზაციაში“ აცხადებენ, რომ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არიან ბავშვები. ორგანიზაციის წევრები შიშობენ, რომ ღაზის სექტორში შესაძლოა უკონტროლოდ გავრცელდეს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ქოლერა და დიარეა.

Related news
ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს აღარ აქვთ იმედი, რომ სექტორის რეკონსტრუქციის პროცესი მალე დაიწყება გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ
სხვა ამბები